დღის მოლარე ოპერატორი

მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
საბანკო: მოლარე (საბანკო), ბანკის ოპერატორი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში წარმოდგენილ  50 ფილიალს. 
პოზიცია- დღის მოლარე ოპერატორი  
 
ქალაქი  სადაც იმუშავებ: კასპი 
სამუშაო გრაფიკი : კვირაში 6 დღე 10:00 -18:00 
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 + ბონუსი  
 
ჩვენ გთავაზობთ:  
  • სტაბილურ, სასიამოვნო  და გუნდურ სამუშაო  გარემოს; 
  • ტრენინგებს; 
  • გამჭვირვალე საბონუსე სიტემას; 
  • კორპორაციულ ღონისძიებებს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან. 
 
ძირითადი ფუნქციებია: 
  • კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი,  სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება; 
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი  დამოკიდებულება; 
  • ოქროს შეფასება; 
  • ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება; 
  • დაგვიანებული სესხების მონიტორინგი; 
  • სწრაფი გზავნილები გაგზავნა/განაღდება; 
  • კონვერტაციები; 
  • კომუნალური გადახდები; 
  • სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება. 
 
თუ ხარ მოტივირებული, მიზანდასახურლი, შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული, თუ გინდა შეისწავლო ახალი საქმიანობა ან გინდა განავითარო შენი კარიერა ფინანსურ სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 25 წლიან ისტორიის მქონე კომპანიაში  ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს,  ჩვენ გეძებთ შენ!  
 
დამატებითი ინფორმაცია 
მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ  რეზიუმე  ქართულ ენაზე ,ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე : vacancy@creditservice.ge  სათაურის (გრაფაში  “subject”) ველში მიუთითოთ ის თანამდებობა და ქალაქი ,რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + “ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!