მთავარი ბუღალტერი/ფინანსური დირექტორი
თარიღები: 04 ოქტ - 31 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 6000
განათლება: მაგისტრი
ენები: ქართული რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.gwhouse@gmail.com

ღვინის კომპანია „ქართული ღვინის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის/ფინანსური დირექტორის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N 58;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასაკევი, 9:30 სთ-18:30 სთ.

ანაზღაურება: 6000 ლარიდან


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ( ეკონომიკისა და ფინანსების განხრით);
  • 5 +წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ფინანსური დირექტორი, მთავარი ბუღალტერი);
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება წარმოებაში;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა ;
  • ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
  • 1C პროგრამებში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;


ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა;
  • ფინანსური დეპარტამენტის მართვა, ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
  • ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • საბუღალტრო აღრიცხვის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
  • პორტფელში არსებული კომპანიებისთვის მოწესრიგებული, სწორი და დროული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • პერიოდული (ყოველთვიური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
  • ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება;
  • კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
  • საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთნ ადეკვატურობის უზრუნველყოფა;
  • პერიოდის დახურვის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
  • სხვადასხვა ფინანსური რეპორტების  წარმოება და წარდგენა მმართველ გუნდთან/დამფუძნებლებთან.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების  მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
  • თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
  • კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლების სხვა დავალებების შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com

აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!