1C ოპერატორი
თარიღები: 15 ოქტ - 31 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები:  1C სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ge.lactalis.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 591 12 83 61
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა:  სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.  
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი;  
განაკვეთი: არასრული, ცვლაში 09:00-15:00სთ ან 15:00-21:00სთ 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ადგილზე რეალიზაციის რეესტრის წარმოება; 
  • შემოსავლების სამსახურის პორტალსა და 1C-ში მუშაობა; 
  • შეკვეთების მიღება და დამუშავება; 
  • დღიური ანგარიშგებების წარმოება; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • პროგრამა 1C-სა და RS-ზე მუშაობის გამოცდილება;  
  • MS Office-ს ცოდნა;  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა; 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - 1C ოპერატორი ან დარეკოთ ნომერზე +995 591 12 83 61.  განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 ოქტომბერი.  
 
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.