„ლუკა პოლარეს“ მარკეტინგის გუნდში მარკეტინგის სპეციალისტის ვაკანსია გვაქვს !
თუ შენი პროფესია გიყვარს და გსურს შენი ცოდნა ყველაზე ფერად და გემრიელ ბრენდთან მუშაობისას გამოიყენო, მაშინ გაგვიხარდება ჩვენს გუნდში შენი გამოჩენა !
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები, რისი შესრულებაც მოგიწევს:
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
- ბრენდის შესაფუთი და სხვა ბეჭდური მასალების კონცეფციის შემუშავება და სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
- ფილიალების მონიტორინგი და ბრენდის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
- მარკეტინგის გუნდთან ერთად, გაყიდვების სტიმულირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდე:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან PR-ის მიმართულებით;
- ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის გამართულად ცოდნა:
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები, რაც დაგჭირდება ჩვენთან მუშაობისას:
- დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !