Shota@Rustaveli Boutique Hotel აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პოზიტიური და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფა. მის მაქსიმალურ კმაყოფილებაზე ფოკუსირება;
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა. ყოველდღიური საქმიანობის უშუალო ზედამხედველობა და შემდგომ შეცდომებსა და მის გამოსწორებაზე მუშაობა;
- პერსონალის სამუშაო და საშვებულებო განრიგის შედგენა და კონტროლი;
- თანამშრომლების მიერ მენიუსა და სხვა ტექნიკური უნარების სწავლების კონტროლი;
- რესტორანში მეგობრული, თბილი სერვისის სტანდარტების დანერგვა და სტაფის დატრენინგება შესაბამისად;
- ეფექტურად და ზუსტად რეაგირება სტუმრის მოთხოვნებსა და პრეტენზიებზე;
- საოპერაციო სტანდარტების შექმნა წერილობითი ფორმით (გენერალურ მენეჯერთან შეთანხმებით) და მათი დანერგვა;
- მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების კონტროლი;
- რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების კოორდინირება, ფრონტისა და ბექის ზედამხედველობა;
- რესტორნის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
- რესტორნის ახალი მენიუს დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
- სტანდარტებით არსებული ჰიგიენური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების კონტროლი;
- რესტორნის ინვენტარსა და ჭურჭელზე ზრუნვა. ჭურჭლის მტვრევის კონტროლი და აღრიცხვა;
- სუპერვაიზერის მოვალეობის შესრულება საჭიროებიდან გამომდინარე;
- სალაროსა და ჩეკების კონტროლი - დახურვის პროცედურების ზედამხედველობა და შესრულება;
- საკონფერენციო დარბაზის და მასთან დაკავშირებული სერვისების უზრუნველყოფის კონტროლი;
აუცილებელი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საჭიროების შემთხვევაში, არასტანდარტულ სამუშაო საათებში მუშაობის შესაძლებლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციის და მომხმარებელთა მომსახურების შესანიშნავი უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი;
- ანაზღაურება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@shotahotels.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.