მიმღების ადმინისტრატორი
1xP PRIORITY Format Fit
თარიღები: 03 ოქტ - 01 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 600
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  ადმინისტრატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@formatfit.ge
ფიტნეს ცენტრი “Format Fit” აცხადებს ვაკანსიას მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • ვიზიტორების მიღება და ინფორმირება სერვისებისა და წესების შესახებ;
  • მომხმარებლებთან ანგარიშსწორების წარმოება და პროგრამული ასახვა;
  • ვიზიტორის სასურველ ჯგუფურ ვარჯიშზე ჩაწერა;
  • დარბაზის სერვისების გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი;
  • უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის კონტროლი;
  • მომხმარებელთა ზარების პასუხი და შესაბამისი რეაგირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება(ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომუნიკაბელურობა;
  • დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • მომხმარებლების მხრიდან საჩივრებისა თუ მოთხოვნების პროფესიონალურად და თავაზიანად დამუშავების უნარი;
  • დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენა(სალაპარაკო დონე);
  • პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა (ჩაითვლება უპირატესობად);

პირობები:
  • გრაფიკი: კვირაში 4 დღე ცვლადი(დილის და საღამოს ცვლები);
  • ანაზღაურება: 600 ლარი(ხელზე ასაღები);
  • ტერიტორია: დიღომი, ამერიკის საელჩოსთან ახლოს, ოლიმპიურ კომპლექსთან, „მწვანე ალმასის“ დასახლება.

ბენეფიტები:
  • ფიტნეს დარბაზის უფასოდ სარგებლობის საშუალება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სხვადასხვა ფასდაკლებები;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება სათაურში: info@formatfit.ge

გისურვებთ წარმატებებს!