მერჩენდაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი 8000 მოსავალი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
ღვინის მაღაზია/ბარი „8000 მოსავალი“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე, თბილისში

ვინ ვართ ჩვენ
  • 8000 მოსავალი არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც ყველა ღვინო შერჩეულია
  • დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით. დღეს მაღაზიაში გვაქვს 1000-მდე რჩეული ღვინო. 
  • ჩვენს ბარში ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასადაა შესაძლებელი და სტუმრებს ვუმასპინძლდებით მხოლოდ ცივი, ღვინოსთან მისაყოლებელი ხემსით.
  • ვატარებთ ბევრ ღონისძიებას, რათა გავზარდოთ ცოდნა ღვინის შესახებ და შევქმნათ ღვინის სმის მართებული კულტურა.
  • ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო.
  • ამ ეტაპზე გვაქვს 6 მაღაზია/ბარი და ონლაინ მაღაზია.

რას მიიღებთ ჩვენგან
  • გუნდთან ერთად მუშაობას, რომელიც გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო
  • ბევრი ღვინის გასინჯვას და ცოდნას ღვინოზე
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას
  • ფიტპასის აბონიმენტს შეღავათიან ფასში

მოთხოვნები
  • პუნქტუალურობა
  • ინტენსიურ პირობებში მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სამუშაო საათები: 10:00-18:00 კვირაში 5 დღე

გამოცდილება სასურველია მაგრამ არა აუცილებელი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: Tbilisi.vacancy@8000vintages.ge სათაურის ველში მიუთითეთ “მერჩენდაიზერი.“