საინჟინრო პროექტების მენეჯერი
თარიღები: 12 ოქტ - 31 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2500 - 3500 +ბონუსი
ენები: ინგლისური
ინჟინერია:  მექანიკოს-ინჟინერი წარმოება/ოპერაციები:  პროექტების მართვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Info@sekkeipark.com
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 45
კომპანია "SekkeiPark" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვახორციელებთ ელექტრო და მექანიკური საინჟინრო პროექტებს. აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: პროექტების დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

ანაზღაურება: 2500-3500 ლარი ფიქსირებული, +ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00. შაბათ-კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო.
სამუშაო ჰიბრიდულია, მოიცავს საოფისე და სხვადასხვა ობიექტზე მუშაობას.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საინჟინრო პროექტის ბიუჯეტის, ადამიანური რესურსების, დროის დაგეგმვა და მართვა, პროექტის მართვის პროგრამის გამოყენებით; (MS Project)
  • საინჟინრო სამუშაოების დაგეგმვა, მოვალეობების გადანაწილება და მონიტორინგი;
  • პროექტის ზედამხედველობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
  • დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
  • საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • პროექტის რისკების მართვა;
  • ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
  • რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, პროექტისთვის საჭირო კადრის მოთხოვნა და შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
  • პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება;
  • საინჟინრო პროექტის ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • პროექტის ფარგლებში ჩასარიცხი თანხების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია პროექტების მართვის ცოდნა და გამოცდილება;
  • სასურველია კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროგრამული ცოდნა: სავალდებულოა: MS Office, MS Project; სასურველია: Archicad, Autocad;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

უნარები და თვისებები:
  • პროექტული აზროვნება
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი.
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • საბონუსე სისტემა;
  • პროფესიული განვითარება;
  • სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე- Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!