მანქანა-დანადგარების ოპერატორი
თარიღები: 03 ოქტ - 31 ოქტ
მდებარეობა: ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები:  დაზგის ოპერირება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@igagro.ge
შპს „აი ჯი აგრო“, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თხილის და სხვა კაკლოვანი პროდუქციის მოყვანა/წარმოება, რეალიზაცია და ექსპორტი, აცხადებს ვაკანსიას: მანქანა–დანადგარების ოპერატორი 
მდებარეობა: ქ. ზუგდიდი, თეთრი გიორგის ქუჩა №101  
სამუშო განაკვეთი: სრული   
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • გადამამუშავებელი ხაზის მუშაობის პროცესის მართვა, კონტროლი და ზედამხედველობა. 
  • მანქანა–დანადგარების გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობის უზრუნველყოფა.  
  • გადამამუშავებელი ხაზის თითოეული კომპონენტის გეგმიური შემოწმება. 
  • გადამამუშავებელი ხაზის სამუშაო პროცესის შესახებ საოპერაციო მენეჯერისათვის ინფორმაციის მიწოდება ყოველდღიურად.  
  • ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გადამამუშავებელი ხაზის მანქანა–დანადგარების გაწმენდა და გასუფთავება. 
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია გამოცდილება ტექნიკური მიმართულებით 
  • გუნდური მუშაობის გამოცდილება 
 
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@igagro.ge  გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.   
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.