ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სამსახურის წამყვანი ბუღალტერი
1xP PRIORITY თელასი
თარიღები: 02 ოქტ - 09 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი) ბუღალტერ - აღმრიცხველი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vakansia@telasi.ge
სს „თელასი“ აცხადებს  გარე ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სამსახურის  წამყვანი ბუღალტრის თანამდებობაზე 

სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00 - 18:00)
ადგილდებარეობა: ქ. თბილისი, ვანის ქ. №3

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ბუღალტერიის, ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში (მაგისტრის ხარისხი ან მაგისტრატურაში ჩარიცხვა განიხილება პრიორიტეტულ ფაქტორად);
  • კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ფინანსების, ეკონომიკის სფეროში;
  • Ms Word, Ms Excel, Ms Power Point, Outlook კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • ქსელური და არაქსელური ობიექტების მიმდინარე რემონტის, მოვლა-პატრონობის და მხარდაჭერის  აღრიცხვის წარმოება;
  • მოწყობილობებისა და დანადგარების აწყობა-დაშლის აღრიცხვა;
  • მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის აღრიცხვის წარმოება;
  • მცირეფასიანი და სწრაფადცვეთადი საგნების და დაცვის ინდივიდუალური საშუალებების მოძრაობის აღრიცხვის წარმოება;
  • დაცვის ინდივიდუალური საშუალებების მოძრაობის აღრიცხვის წარმოება;
  • მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის  შედეგების აღრიცხვა;
  • არალიკვიდური მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ნაშთების ყოველთვიური კონტროლი.
  • განყოფილების ფუნქციონალის ფარგლებში სხვადასხვა ბიზნეს პროცესების აღრიცხვა.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე vakansia@telasi.ge   2024  წლის 09  ოქტომბრის  ჩათვლით.   ქართულ და რუსულ ენებზე (სავალდებულოა).
სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.