სს „თელასი“ აცხადებს გარე ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სამსახურის წამყვანი ბუღალტრის თანამდებობაზე
სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00 - 18:00)
ადგილდებარეობა: ქ. თბილისი, ვანის ქ. №3
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ბუღალტერიის, ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში (მაგისტრის ხარისხი ან მაგისტრატურაში ჩარიცხვა განიხილება პრიორიტეტულ ფაქტორად);
- კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ფინანსების, ეკონომიკის სფეროში;
- Ms Word, Ms Excel, Ms Power Point, Outlook კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელური და არაქსელური ობიექტების მიმდინარე რემონტის, მოვლა-პატრონობის და მხარდაჭერის აღრიცხვის წარმოება;
- მოწყობილობებისა და დანადგარების აწყობა-დაშლის აღრიცხვა;
- მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის აღრიცხვის წარმოება;
- მცირეფასიანი და სწრაფადცვეთადი საგნების და დაცვის ინდივიდუალური საშუალებების მოძრაობის აღრიცხვის წარმოება;
- დაცვის ინდივიდუალური საშუალებების მოძრაობის აღრიცხვის წარმოება;
- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვა;
- არალიკვიდური მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
- მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ნაშთების ყოველთვიური კონტროლი.
- განყოფილების ფუნქციონალის ფარგლებში სხვადასხვა ბიზნეს პროცესების აღრიცხვა.
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტაზე vakansia@telasi.ge 2024 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით. ქართულ და რუსულ ენებზე (სავალდებულოა).
სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.