მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის თავისუფალი აკადემია
მივლინება: არა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: ტრენინგ კურსები
თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან    პროგრამაზე  შემდეგ საგნობრივ მიმართულებებზე:ქართულის, როგორც მეორე/უცხოური ენის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური);
დაწყებითი საფეხურის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება - I-IV კლასები) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასის) მათემატიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
პროფესორი -1; 
ასოცირებული პროფესორი -2; 
ასისტენტ-პროფესორი -4;

საკონკურსო კრიტერიუმები აკადემიური ნიშნით:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):
  • განათლება:   დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • გამოცდილება:   სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
  • უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
  • დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
  • განათლება:  დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • გამოცდილება:  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  • უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
  • დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
  • განათლება:  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
  • უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები.
  • დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
განათლება:  დოქტორანტი.
უნარები: კვლევითი უნარები; პედაგოგიური უნარები; საკომუნიკაციო უნარები. 
დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

საკონკურსო კრიტერიუმები პროფესიურლი ნიშნით:
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 
  • არანაკლებ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური /სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად. დარგის ადეკვატური პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ერთ-ერთი ნიშნით:
  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობაზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით;
  • სამეცნიერო-კვლევითი (შესაბამის დარგში ბოლო 5 წლის განმანვლობაში არანაკლებ ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით;
  • დარგში პრაქტიკული სახის პროექტის/მეთოდური ლიტერატურის ავტორობით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებს 3 წლის მუშაობის გამოცდილებით.
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური /სამეცნიერო ხარისხი მიმართულების/დარგის შესაბამისად. დარგის ადეკვატური პროფესიურლი გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ერთ-ერთი ნიშნით:
  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობაზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან ;
  • სამეცნიერო-კვლევითი (შესაბამის დარგში ბოლო 5 წლის განმანვლობაში არანაკლებ ერთი სამეცნიერო პუბლიკაცია);
  • დარგში პრაქტიკული სახის პროექტის /მეთოდური ლიტერატურის ავტორობით.

პროფესორის / ასოცირებული პროფესორის / ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე არჩევა ხდება 4 წლის ვადით.

კომისია წარმოდგენილ დოკუმენტაციას აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით, კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობას მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან.
კონკურსანტის კვალიფიკაციის შესაბამისობა მის მიერ არჩეულ მიმართულებასთან;
სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და სტაჟი;
ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები) რაოდენობა,  შესრულების დონე ან/და დამსახურებული შეფასებები, რეცენზირება,  რედაქტორობა, საავტორო გამოგონებები;
სამეცნიერო კონფერენციებში, საგრანტო პროგრამებსა და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობა;
საერთაშორისო სამეცნიერო წოდებები;
საკონკურსოდ წარმოდგენილი სასწავლო კურსის სილაბუსი;
უცხო ენის ცოდნის დონე;
კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნის დონე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • კონკურსანტის CV, რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები. ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
  • სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (ბოლო 5  წლის განმავლობაში, წლების მითითებით); 
  • შესაბამის სფეროში სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით მის მიერ არჩეული სასწავლო კურსის სილაბუსი (სილაბუსები);
  • პირადობის მოწმობის ასლი; 
  • 2 ცალი ფოტო - სურათი 3X4-ზე, ელექტრონულად CD დისკზე; 
  • ბოლო პუბლიკაციის, ნაშრომის, წიგნის, მონოგრაფიის ეგზემპლარები ან ასლები; 
  • სხვა ინფორმაცია.

კონკურსის ჩატარების  ვადა:
  • კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 2 ოქტომბრიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 4 ნოემბრიდან 15 ნოემბრის   ჩათვლით; 
  • კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა)  -  2024 წლის 18 ნოემბერი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2024 წლის 20 ნოემბერი (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
  • კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 25 ნოემბერს. 

საკონტაქტო რეკვიზიტები: 
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46.  ტელ: 2 36 91 60