Application Support/Junior Application Support

თბილისი სრული განაკვეთი პროკრედიტ ბანკი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას Application Support (Tier 2 , Tier 3) ან/და Junior Application Support (Tier 2) თანამდებობაზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში. 

"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.

პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან " Fitch Ratings " მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

ძირითადი მოვალეობები:
  • T-SQL-ის საშუალებით SQL ბაზაში არსებული სხვადასხვა პროცედურების და ფუნქციების გარჩევა, პრობლემების იდენტიფიკაციის მიზნით.
  • პროგრამებში User role მენეჯმენტი
  • პროგრამების და სისტემების სატესტო/რეალური გარემოების შექმნა აპლიკაციები/web გვერდები, ვერსიების დაყენება.
  • სისტემაში არსებული ხარვეზების/შეყოვნებების გამოვლენა/ანალიზი
  • სხვადასხვა სახის მარტივი ოპერაციები მონაცემთა ბაზებზე.

მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1);
  • დაკვირვებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • დამოუკიდებლად მუშობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დიდ და რთულ სისტემებთან მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
  • დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად და სათანადოდ შესრულების უნარ-ჩვევები;

პროგრამული ენები:
  • T-SQL;
  • Microsoft windows 2016-2019- თან მუშაობის გამოცდილება
  • SQL Server 2012-2016 მუშაობის გამოცდილება

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: geo.it.recruiting@procredit-group.com
პოზიციის დასახელება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით
გთხოვთ, ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება Junior Application Support/Application Support. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი 2024 წელი. 

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. 

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com