მშენებლობის ზედამხედველი

ბათუმი სრული განაკვეთი Tempo Holding
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: უბნის ზედამხედველი/პრარაბი

 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია Tempo Holding-ში!

 

დეველოპერული კომპანია Tempo Holding სამშენებლო ბაზარზე პროექტით “Queen’s Residence“ წარსდგა. ჩვენი განვითარების გეგმა ითვალისწინებს უახლოეს მომავალში დამატებით რამდენიმე უნიკალური კონცეფციის მქონე პროექტის ინიცირებას და დანერგვას.

ჩვენ გვჯერა, რომ წარმატების წყარო მოძრაობა და ევოლუციაა. ეს მუდმივად გვიბიძგებს ვეძებოთ განვითარების საუკეთესო გზები. ჩვენთვის პროგრესი ნიშნავს მუდმივი სრულყოფილების გზაზე სვლას, რაც იძლევა გარანტიას, რომ ინოვაციების სფეროში Tempo Holding ყოველთვის ლიდერი იქნება.

 ინოვაციები გვაძლევს გარანტიას, რომ Tempo Holding-ს აქვს არა მხოლოდ ადაპტაციის, არამედ მომავლის ფორმირების უნარიც. ჩვენ ვაქცევთ იდეას იმ რეალობად, რომელშიც ცხოვრების წესი იქნება განახლებული და გაუმჯობესებული. 

 

Tempo Holding აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მშენებლობის ზედამხედველი


ფუნქცია-მოვალეობები

  • მშენებლობის დაწყებისთანავე დაკონტრაქტებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, განხილვა;
  • მიმდინარე პროექტების და მოსაპირკეთებელი სამუშაოების   ზედამხედველობა, მონიტორინგი;
  • მიმდინარე სამუშაოების მოცილობების და ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება;
  • სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა);
  • ყოველდღიური ფოტო–დოკუმენტაციის წარმოება და რეპორტინგი;
  •  განხორციელებული სამუშაოს მკაცრი კონტროლი, ფორმა N2-ებთან შესაბამისობის დადგენა და დადასტურება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 + წლიანი მუშაობის გამოცდილება ;
  • ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, სამშენებლო სამუშაოების შემადგენელი ნაწილების, სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
  • ნახაზებისა და სამშენებლო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • საპროექტო პროგრამების ცოდნა;
  • უპირატესად ჩაითვლება უცხო ენის ცოდნა;


პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
  • გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დავალების განსაზღვრულ ვადებში შესრულების უნარი;
  • დეტალებისადმი ყურადღება და პრობლემების გადაჭრის უნარები;
  • კონფიდენციალურობისა და პროფესიონალიზმის დაცვის უნარი;

 

 ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი.

 


დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@tempoholding.ge