მერჩენდაიზერი
თარიღები: 02 ოქტ - 31 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მერჩენდაიზინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@naturland.ge
სადისტრიბუციო კომპანია "ნატურლენდი" აცხადებს ვაკანსიას სააფთიაქო ქსელში მერჩენდაიზერის თანამდებობაზე  ქ. თბილისში

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი გვერდი: (www.shop.naturland.ge)


აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:
  • კვირაში 5 სამუშაო დღე
  • ფიქსირებული ანაზღაურება
  • საბონუსე სისტემა
  • საწვავის ლიმიტი
  • ავტომობილის ცვეთის ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის განლაგება თაროებზე კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
  • მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენაზე ზრუნვა
  • პროდუქციის ვადის, ფასისა და თაროზე წილის მონიტორინგი
  • სარეკლამო მასალების ეფექტურად გამოყენება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
აუცილებელი მოთხოვნა:
  • ავტომობილის ფლობა
  • მოქმედი მართვის მოწმობა - B კატეგორია

სასურველია:
  • სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით 
  • უმაღლესი განათლება
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი


დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV აუცილებლად ფოტოსურათით მისამართზე : info@naturland.ge