შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გზაჯვარედინი
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
„გზაჯვარედინი“ უკვე 16 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი საქმიანობის ძირითად სპეციფიკას წარმოედგენს: საგზაო ნიშნების, საყრდენი კონსტრუქციების, შუქნიშნების, საპარკინგე ადგილებისა და გვირაბების მართვის ავტომატური სისტემების, ლითონის თვალამრიდების წარმოების, მონტაჟისა და მონიშვნის სამუშაოები.

გზაჯვარედინი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 122
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი (09:00-18:00), პარასკევი 09:00-17:00
სახელფასო განაკვეთი: 2000 (NET)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შესყიდვების მოთხოვნის მიღება/დამუშავება, პროცესის გონივრულ ვადებში დაგეგმვა/ორგანიზება/კონტროლი;
  • პროდუქციის ფასების მუდმივი კონტროლი, შედარება, ბაზრის კვლევა, ფასების ანალიზი;
  • მომწოდებლებთან რეგულარული კომუნიკაცია/მონიტორინგი საუკეთესო ფასისა და ხარისხის მისაღებად;
  • მომწოდებელთა მოძიება, ბაზის შექმნა, განახლება და გაფართოება;
  • დანახარჯების კონტროლი მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად;
  • მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების ცოდნა და კონტროლი;
  • ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესაბამისობის შესწავლა კომპანიის საჭიროებებთან მიმართებაში;
  • შესყიდვებისთვის ყოველთვიური/ყოველკვირეული რეპორტის მომზადება ხელმძღვანელთან წარსადგენად;
  • შესყიდვების საჭირო დოკუმენტაციის/საბუთების წარმოება და პროგრამული ასახვა;
  • შეკვეთილი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის კომპანიების მოძიება, ტარიფების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • პროექტის ფარგლებში, მუდმივი და მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტებთან;
  • მომწოდებლებთან გადახდის პირობებზე მოლაპარაკების წარმოება დადგენილი წესის გათვალისწინებით და ფინანსური ვალდებულებების კონტროლი;
  • იმპორტირებული პროდუქციის მოწოდების პროცესის მონიტორინგი, საბაჟო პროცედურების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია MC Office მაღალ დონეზე ფლობა;
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია საბაჟო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიაროთ თქვენი CV მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@crossroad.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „შესყიდვების მენეჯერი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს „გზაჯვარედინი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „გზაჯვარედინი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.
ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „გზაჯვარედინი“-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!