აუდიტორული კომპანია GET CONSULTING აცხადებს 2 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის პოზიციაზე შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება ეკონომიკურ/ფინანსურ სფეროში. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც განიხილებიან.
- ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე
- პროგრამების ცოდა: MS Office
- საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ ცოდნა სასურველია;
- ACCA-ს სტუდენტობა სასურველია;
პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ძირითადი უპირატესობები დასაქმების შემთხვევაში:
- აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა სფეროს მიმართულებით;
- გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვა;
- მოქნილი სახელფასო და საბონუსე სისტემა;
სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში.
სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება ბუღალტრის პოზიციაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr.getconsulting@gmail.com გთხოვთ განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.