უსაფრთხოების ოფიცერი
თარიღები: 17 ოქტ - 31 ოქტ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hradjara@collectivedv.com
 აჭარა კოლექტივ დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უსაფრთხოების ოფიცერი
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა
გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა (4 დღეში ერთხელ მორიგეობა)

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიურად ჩაატაროს სამშენებლო ობიექტის შემოვლა და შემოწმების პროცესი;
  • გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
  • აღრიცხოს და აკონტროლოს ობიექტზე მყოფი ვიზიტორები;
  • უზრუნველყოს თანამშრომლების მიერ შიდა წესების დაცვა;
  • მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
  • შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება. ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს შემდეგი პუნქტების ჩათვლით ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა.

საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზე 
hradjara@collectivedv.com 2024 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, აჭარა კოლექტივ დეველოპმენტის  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.