შესყიდვების მენეჯერი
2xP PRIORITY ბაუმერი
თარიღები: 01 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
შესყიდვები:  შესყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@baumer.ge

კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

საინჟინრო სისტემების პროექტირება.

საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.

საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.


კომპანია Baumer აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  • საჭირო პროდუქციის მოძიება რამდენიმე ალტერნატიული მომწოდებლისგან;
  • ფასების ანალიზი;
  • შერჩეული პროდუქციის შეძენა;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება ფინანსურ და იურიდიულ დეპარტამენტებთან ერთად;
  • მოწოდების და გადარიცხვის თარიღების მონიტორინგი;


მოთხოვნები:

  • ელექტროობის მიმართულებით შესყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • მსგავს   პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ  2 წლიანი გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება  სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (მაიქროსოფთ პროჯექტი, MS Office.);


პროფესიული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების გაწონასწორებულად მართვის უნარი;
  • რამოდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებული.
  • პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული;


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.