ფილიალის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი საკონდიტრო ლიკასთან
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სასტუმროს მენეჯერი
საკონდიტრო “ლიკასთან” აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის  პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. აბაშიძის N 61.
სამუშაო დრო: კვიაში 5 დღე.
I ცვლა: 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება:  2000-2500 ლარი (NET)

ფუნქცია/მოვალეობები:
  • ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება, მონიტორინგი;
  • გაყიდვების და მომსახურების ხარისხის კონტროლი და ზრდის უზრუნველყოფა;
  • მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, მიღებული შეფასებების განხილვა პერსონალთან;
  • სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი;
  • პროდუქციის და მარაგების მონიტორინგი, შეკვეთების გაკეთება/მიღება, სალაროს სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლების გრაფიკების შედგენაში მონაწილეობის მიღება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარს;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

თუ გსურს შემოუერთდე მეგობრულ და ხალისიან გუნდს გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე: hr@likastan.ge
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ლიკასთან" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@likastan.ge
გისურვებთ წარმატებას!