ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის განვითარებისა და თანხლების სამსახურის მრიცხველების დამოწმებისა და დაკალიბრების სპეციალისტი
1xP PRIORITY თელასი
თარიღები: 01 ოქტ - 11 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა:  ენერგეტიკა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vakansia@telasi.ge
სააქციო  საზოგადოება „თელასი“ აცხადებს შიდა  და გარე  ვაკანსიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) განვითარებისა და თანხლების სამსახურის
მრიცხველების დამოწმებისა და დაკალიბრების სპეციალისტის თანამდებობაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სპეციალური პროფესიული განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • ლაბორატორიული შემოწმებისთვის საჭირო პროცედურების ჩატარება (წერილობითი შეტყობინების მომზადება და აბონენტებისათვის  და დანიშნულებისამებრ  გაგზავნა).
  • ლაბორატორიული ანალიზების, შემოწმების, გაზომვისა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება.
  • ექსპერომენტების ჩატარებისას  ამზადებს აღჭურვილობას (აპარატურას, დანადგარებს), ახორციელებს მათ შემოწმებასა და რეგულირებას ტექნიკური დოკუმენტაციისა და შემუშავებული ინსტრუქციების მიხედვით.
  • მონაწილეობს ექსპერიმენტების ჩატარებაში, ახორციელებს აუცილებელ და  დამხმარე ოპერაციებს, ახორციელებს დაკვირვებას, იღებს დანადგარების ჩვენებას და აწარმოებს სამუშაო ჟურნალებს.
  • მრიცხველის დაკალიბრება(ელ. მრიცხველის სიზუსტის კლასში მოქცევა).
  • ქსელში გამოუსადეგარი მრიცხველების ჩამოწერისთვის  შესაბამისი სამუშაოების შესრულება.
  • აგრეთვე ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება ელექტრომრიცხველების ლაბორატორიის დებულების შესაბამისად.

ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge  2024 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.