“ვიანი” აცხადებს
გარე გაყიდვების ჯგუფის უფროსის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის სამუშაო ჯგუფში შემავალი ყველა თანამშრომლის მართვა;
- ჯგუფის მიერ სამუშაოს გრაფიკისა და ინსტრუქციის მიხედვით შესრულების მონიტორინგი და მართვა;
- ჯგუფიდან ყოველდღიური ანგარიშის დამუშავება და მენეჯმენტისთვის მიწოდება;
- პრობლემური შემთხვევების სწრაფი რეგულირება;
- პროექტში არსებული ხარვეზების დროული იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა;
- პროექტში არსებულ საკომუნიკაციო აქტივობებში ჩართვა და პროექტის მენეჯმენტის დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო გაყიდვების მიმართულებით;
- ჯგუფის მართვის გამოცდილება;
- კომპიუტერული უნარების ფლობა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- კონსტრუქციული და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
- პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებულობა
- ორგანიზებულობა;
- დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.