ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
თარიღები: 02 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 - 1500
ენები: ინგლისური რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: sales@aquasheni.com
კომპანია „აქვაშენი “  აცხადებს ვაკანსიას  ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე:

„აქვაშენი“ არის სწრაფად მზარდი კომპანია წყლის ფილტრაციის სფეროში. ახდენს სახოფაცხოვრებო და ინდუსტრიული წყლის ფილტრების დისტრიბუციას, მონტაჟს და რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სოციალურ ქსელებისა და ვებ გვერდისათვის კონტენტის მომზადება და განთავსება.
  • სოციალური ქსელებისა და საბეჭდი მასალებისათვის (პროდუქციის კატალოგი, ფლაერი, ტრიპლეტი, ბანერი და ა.შ) დიზაინის მომზადება ბრენდბუქის შესაბამისად;
  • სარეკლამო და ბრენდირებული ნივთების საჭიროების განსაზღვრა და შესყიდვის მონიტორინგი;
  • ფოტო-ვიდეო მასალების გადაღება და მომზადება;
  • სარეკლამო კამპანიების გაშვება (FB, Google, LinkedIn);
  • ვებ გვერდზე ცვლილებების შეტანა, გვერდების დამატება, პროდუქციის განთავსება, ბლოგების განთავსება და ა.შ;
  • ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კომპანიის საიმიჯო კამპანიების ინიცირება და განხორციელება;
  • გაყიდვების სტიმულირება სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1  წლიანი გამოცდილება;
  • Meta Ads Manager, Google Ad Manager ცოდნა;
  • SEO - პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით;
  • MS Office,  Adobe Photoshop, Canva, Premier pro (ან ნებისმიერი სხვა ვიდეო ედიტორი)  პროგრამების ფლობა;
  • სასურველია ინგლისური  და რუსული ენების  ცოდნა საშუალო დონეზე;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ვიდეოების მონტაჟი  ( ვიდეოს ქრონომონეტრაჟი  0:30 წმ -დან  2:00 წთ-მდე)
  • სასურველია  wordpress  და woocommerce საშუალო დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკის და ფაქტების სწორად შეფასების უნარი;
  • ორგანიზების, დაგეგმვის და აღსრულების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, გუგუნავას 5დ
  • სამუშაო საათები: 10 :00 -დან 18:00 -საათამდე, ორშაბათი-პარასკევი;
  • ანაზღაურება:  ხელზე ასაღები 1000 – 1500 ₾ ბონუსური სისტემით, შესრულებული სამუშაოს მიხედვით;  
  • ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმების პირველი დღიდან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: sales@aquasheni.com   და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.