დამხმარე ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ენთები
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
"ენთები" წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბუღალტრულ კომპანიას, რომელსაც დანერგილი აქვს ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების კონტროლის თანამედროვე მექანიზმები. ჩვენ ყოველდღიურად 600 -ზე მეტ ცნობილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას ვუწევთ მომსახურებას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ants.ge/

ენთები აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება - ბაკალავრი,  ეკონომიკა/ ბიზნესი/ ფინანსების მიმართულებით;
  • BAF-ის ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკული  კურსი;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური - სავალდებულოა B1 დონე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა:  (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა;)
  • ბუღალტრულ პროგრამაში (უპირატესობა მიენიჭება Balance-ს) მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში (ბანკები, შესყიდვები, გაყიდვები, ხელფასები და სხვა.)
  • საბანკო ოპერაციების წარმოება;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლის პროცესში ჩართულობა.
  • ბრუნვითი უწყისის სიღრმისეული ანალიზი და ანგარიშებზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
  • სხვა, მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება.

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (კომპანია ამჟამად სარგებლობს TBC დაზღვევის მომსახურებით)
  • სწავლის თანადაფინანსება
  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • Day off (წელიწადში - 4 დღე)
  • კვირაში 1 სამუშაო დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა (მეტრო დელისთან ახლოს)

გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00 და 19:00 საათამდე.
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@ants.ge

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის (12 თვის მანძილზე) და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.