HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი ბანკისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხის კონტროლი და კოორდინაცია
- თანამშრომლების მიერ ამოცანებისა და ფუნქციების დროულად და ხარისხიანად შესრულების კონტროლი
- ანალიზისა და ბიუჯეტის დაგეგმვის თანმიმდევრული სისტემის აგების ორგანიზება ბანკის განყოფილებების (ცენტრების) ფინანსურ შედეგებზე პირადი პასუხისმგებლობის განსაზღვრით
- ფინანსების და ბიუჯეტის დაგეგმვის, მონიტორინგისა და კონტროლის მეთოდების შემუშავება, ბიუჯეტირების ტექნოლოგიის გაუმჯობესების წინადადებები
- უზრუნველყოს ბანკის ხელმძღვანელობასა და ეროვნული ბანკის ზედამხედველობის განყოფილებასთან კვარტალური, ნახევარწლიური და წლიური ანგარიშების მომზადება და წარდგენა ბანკის ბიზნეს განვითარების კონსოლიდირებული წლიური გეგმების შესრულების შესახებ
- ბანკისა და მისი ფილიალების ფინანსური მდგომარეობის ანალიზისა და მონიტორინგის კოორდინაცია
- მეთოდოლოგიის შემუშავება და ფულადი რესურსების მოზიდვის/გამოყოფის სატრანსფერო განაკვეთების გამოთვლა ბანკის განყოფილებების საპროცენტო მარჟის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 4-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო ინდუსტრიაში
- ფინანსური რეპორტინგის ჯგუფის უფროსის/მენეჯერის, დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- რუსული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის კარგად ცოდნა
- სასურველია CFA
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30სთ
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ მეილზე: Recruitment13@hh.ge