მძღოლ-დისტრიბუტორი
თარიღები: 07 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2500
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: imtgeorgia@mail.ru
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი (რეზერვი)
მომწოდებელი: შპს „ინტერნეიშნლ მარკეტინგ ენდ თრედინგ“

სიგარეტების სადისტრიბუციო კომპანია შპს „ინტერნეიშნლ მარკეტინგ ენდ თრედინგ“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის  თანამდებობაზე  ქალაქ თბილისში ( ფეიქრების ქ.12) .
საშუალო  ანაზღაურება 2500 ლარი

მძღოლ-დისტრიბუტორის  მიმართ მოთხოვნები: 
  • სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1-2 წელი;
  • თბილისის  ქუჩების კარგად ცოდნა;
  • მართვის მოწმობა ;
  • აუცილებელი პირობა - სამსახურის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის  მაღალი  გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი ;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი ;
  • დოკუმენტებთან და პოკეტთან  მუშაობის  სრულყოფილი უნარი. 

მოვალეობები:
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა ;
  • სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით; 
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი; 
  • სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება); 
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი; 
  • ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება; 
  • კლიენტების მონაცემთა ბაზის  განახლება და კონტროლი; 
  • ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება. 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: imtgeorgia@mail.ru