რკინა-ბეტონის კონსტრუქციების სამონტაჟო ჯგუფის ხელმძღვანელი
თარიღები: 30 სექ - 29 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება:  ქვა/ბეტონი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@ec.ge
კომპანია “ოლ-პი ჯგუფი” დაარსდა 2007 წელს. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები მოხვეწილი ზედაპირით, პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები.
2010 წლიდან კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და დამკვეთს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს.
პროფესიონალიზმი,გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა საქმისადმი წარმოადგენს            “ოლ-პი ჯგუფი”-ს წარმატების საწინდარს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://all-p.ge/

სამშენებლო კომპანია  ,,ოლ-პი ჯგუფი“  აცხადებს ვაკანსიას   რკინა-ბეტონის კონსტრუქციების სამონტაჟო ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
  • დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე  მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
  • სამშენებლო მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ბეტონის წარმოების ჟურნალი;
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
  • ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება;
  • პროექტის მენეჯერთან ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს სფეროში  მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • ტექნიკური ან/და უმაღლესი განათლება  სამშენებლო მიმართულებით;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული 
ანაზღაურება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული.

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორინეტირებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge      2024 წლის  30 ოქტომბერი 
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ოლ-პი ჯგუფმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ოლ-პი ჯგუფის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!