გაყიდვების კონსულტანტი
2xP PRIORITY Cenomi Retail
თარიღები: 30 სექ - 29 ოქტ
მდებარეობა: თბილისი ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: cvgeo@cenomi.com
Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.  
Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას. 
Cenomi Retail Georgia  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

მისამართი:  
  • სითი მოლი საბურთალო - პეტრე ქავთარაძის ქუჩა #1 
  • თბილისი მოლი - დავით აღმაშენებლის ხეივანი 
  • ისთ ფოინთი - ალექსანდრე თვალჭრელიძის #2 
  • გლდანი სითი მოლი - ომარ ხიზანიშვილის ქუჩა #27 
  • მერანი მოლი - შოთა რუსთაველის გამზირი #42 
  • Grand Mall ბათუმი - შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29 
 
სამუშაო პირობები: 
  • სრული განაკვეთი:  
  • სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ( 2 დღე დასვენება) 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 800 ლარი + ყოველთვიური ბონუსი 
 
ნახევარი განაკვეთი:  
  • სამუშაო საათები: კვირაში 20 საათი  
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 400 ლარი + ყოველთვიური ბონუსი 
            
განსახორციელებელი  საქმიანობა: 
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა 
  • კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა 
  • პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება 
  • მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც 
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა 
 
პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაბელური და აქტიური; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული; 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს 
  • კორპორატიულ დაზღვევას 
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com.  
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თქვენთვის სასურველი სამუშაო განაკვეთისა და სამუშაო ლოკაციის მიხედვით:  
გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე ან ნახევარ განაკვეთზე ბათუმში ან თბილისში (მიუთიეთ სასურველი მოლი).