დასახელება: საწყობის მენეჯერი/ ექსპედიტორი
მომწოდებელი: შპს „ივერმედი“
ადგილმდებარეობა: თბილისი
გამოქვეყნდა: 1 ოქტომბერი / ბოლო ვადა 1 ნოემბერი
კომპანია „ივერმედი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერი/ექსპედიტორის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: შპს "ივერმედი" დაარსდა 1995 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამედიცინო სახარჯი მასალის, აღჭურვილობის, იმპლანტებისა და აპარატურის რეალიზაცია-სერვისი. კომპანია დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის კადრებით ყველა სეგმენტში, რაც განაპირობებს, ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს.
სამუშაო ადგილი და პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 17:30
სამუშაოს აღწერილობა
- პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და აღწერა;
- საწყობში არსებული პროდუქციისა და ნაშთების კონტროლი.
- მომხმარებლებთან ურთიერთობა (იურიდიული და ფიზიკური).
- სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების პალეტებად დალაგებული პროდუქციით დატვირთვა;
- დოკუმენტაციის შესაბამისად ობიექტებში პროდუქციის ჩამოტვირთვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- საშუალო ან უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების MS word, excel ცოდნა;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.
- ფარმაცევტული განათლება ჩაითვლება უპირატესად.
უნარები და შესაძლებლობები:
- შრომისმოყვარე,
- ენერგიული,
- პოზიტიური,
- პუნქტუალური.
- დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარით.
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მეილზე: natia.goginashvili@ivermedi.com
გისურვებთ წარმატებებს.