კონტაქტ ცენტრის მენეჯერი
თარიღები: 30 სექ - 29 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 +ბონუსი
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@index-wm.com
კომპანიის შესახებ: Index | Wealth Management 15-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული უძრავი ქონების დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე  განსხვავებული ხედვითა და სტრატეგიით გამოირჩევა.
ცხადდება ვაკანსია კონტაქტ ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქუჩა 28 
სამუშაო გრაფიკი:  კვირაში 6 დღე (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ძირითადი პასუხისმგებლობები: 
  • სოციალურ ქსელებში შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
  • სოციალურ ქსელებში შემოსულ ლიდებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვის პროცესის წარმართვა
  • პროაქტიული უკუკავშირი პოტენციურ მყიდველთან; 
  • საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება; 

აუცილებელი უნარები: 
  • პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კორპორატიულ დაზღვევას (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ); 
  • მეგობრულ გუნდს; 
  • განვითარების შესაძლებლობას; 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@index-wm.com ან შეავსოთ განაცხადის ფორმა ჩვენს LinkedIn ის გვერდზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება. 
გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ შპს "რეალ ესთეით კონსალტინგ გრუპი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.