გაყიდვების წარმომადგენელი
თარიღები: 30 სექ - 29 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  სავაჭრო წარმომადგენელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@gpih.ge
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი”  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • ტოიოტა თეგეტასა და ტოიოტა ცენტრის თბილისის ფილიალებში პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათთვის ავტოდაზღვევის პირობების გაცნობა/შეთავაზება;
  • სადაზღვევო პოლისის გამოწერა;
  • კომპანიის შიდა პროგრამაში მუშაობა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება;
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში („subject”) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვების წარმომადგენელი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ოქტომბერი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/