ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

თბილისი სრული განაკვეთი ახალი უმაღლესი სასწავლებელი
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს კომპიუტერული მეცნიერებების ქართულენოვან/ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი სწავლის სფეროებისა და რაოდენობების შესაბამისად:
  • პროფესორი - 4 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი - 6 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ პროფესორი - 4 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტი - 2 საშტატო ერთეული;

პროფესორის თანამდებობაზე  5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით;
ასისტენტის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 4 (ოთხი) წლის ვადით.

კომპიუტერული მეცნიერებების ქართულენოვან/ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაცია დასტურდება შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხით, პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.

კონკურსის ვადები:
  • საკონკურსო საბუთების მიღება: 28.10.2024 – 01.11.2024;
  • კონკურსის I ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 04.11.2024 – 05.11.2024;
  • კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება/კონკურსანტებისათვის გაცნობა: 06.11.2024;
  • კონკურსის II ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის (ინგლისურენოვან პროგრამაზე ინგლისურ ენაზე) წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა (აუცილებლობის შემთხვევაში): 07.11.2024 - 08.11.2024; 
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძა¬ნების გამო¬ცემა: 11.11.2024; 
  • კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება: არაუგვიანეს 12.11.2024;
  • კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: შედეგების გამოცხადებიდან 3 კვირის ვადაში.

კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
  • უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
  • გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში (უპირატესობა მიენიჭება Scopus-ის ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს);
  • ავტობიოგრაფია CV;
  • 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი) სილაბუს(ებ)ი;
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ. 

უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ნიუუნისთან გააფორმებს აფილირების ხელშეკრულებას;

საკონკურსო დოკუმენტების მიღება  იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 11:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი:  თბილისი,   ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონულად: info@newuni.edu.geკანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე www.newuni.edu.ge კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასწავლებლის შიდა რეგულაციებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და სწავლის სფეროს სახელწოდება.

ნიუუნი გისურვებთ წარმატებებს!
ტელ: +995 599 05 71 66; +995 32 269 00 70
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა