საწყობის მენეჯერი
თარიღები: 30 სექ - 29 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@flexmedia.ge
სარეკლამო  კომპანია „FLEXMEDIA“ 2012  წლიდან ოპერირებს ქართულ სარეკლამო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სარეკლამო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა:  სტუდიური დეკორაციები; ფართოფორმატიანი ბეჭდვა; გარე რეკლამა; ლაზერით გრავირება; სტიკერი;

სარეკლამო კომპანია  “FLEXMEDIA’’  აცხადებს ვაკანსიას  საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43 (დელისის მეტროსთან)

ძირითადი მოვალეობები:
  • მასალების შეკვეთის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • მასალების ფიზიკურად და პროგრამულად მიღება. ფაქტობრივად  მიღებული მასალების რაოდენობის შედარება შესყიდვის დოკუმენტთან.
  • მასალების ფიზიკური და პროგრამული გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
  • მარაგების ნაშთების კონტროლი; პერიოდული ინვენტარიზაცია;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია  მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (უმჯობესია სარეკლამო მიმართულება);
  • RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • საშუალო განათლება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
  • პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:
  • კომპანია უზრუნველყობს თანამშრომელთა კვებას;
  • ანაზღაურება  -  1500 
  • კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@flexmedia.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - საწყობის მენეჯერი.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის ! 
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.