გარე გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 30 სექ - 29 ოქტ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@ec.ge
EXPERTS FOR SOLUTIONS ინსპექტირების დამოუკიდებელი, საერთაშორისო სერტიფიცირების კომპანიაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება, პროექტირება, კონსტრუქტორის მომსახურება და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა.  
EXPERTS FOR SOLUTIONS ასევე პოზიციონირებენ სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და ობიექტების უსაფრთხოება/ზედამხედველობის მიმართულებით. კომპანია ფლობს ISO სერთიფიკატს. შესაბამისად, EXPERTS FOR SOLUTIONS-ის ინსპექტირების შედეგებს აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა ინსტანციის სასამართლო.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს www.efs.ge

„𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬“    აცხადებს ვაკანსიას  გარე გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი:  ქ.ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული სერვისების  გაყიდვა;
  • შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • მოლაპარაკებების წარმართვა პოტენციურ კლიენტებთან;
  • პრეზენტაციის ჩატარება კომპანიებთან;
  • ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
  • მომხმარებელთა მონაცემების ბაზის შექმნა და მართვა;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
  • უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა;
  • აუცილებელია მსუბუქი ავტომობილის ყოლა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტვირებული;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალური;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • საწვავი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული 
ანაზღაურება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე :  career@ec.ge     2024 წლის  30 ოქტომბრამდე .
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ  შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬 " დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.  თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬” ბაზაში 1 წლის ვადით. 
გისურვებთ წარმატებებს!