შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომლის საკუთრებაშია ქ.თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი ,,სითი თაუერი“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #70 სამუშო განაკვეთი: სრული ძირითადი მოვალეობები: - ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება
- კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის წარმოება; საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება
- ოფისში ვიზიტორთა დახვედრა/გადამისამართება და სხვა
- საჭიროებისამებრ ქართული, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება/აღრიცხვა
- საოფისე და სამეურნეო ნივთების მარაგების უზრუნველყოფა
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული მენეჯერის სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.