რეალიზაციის ადმინისტრატორი
თარიღები: 30 სექ - 29 ოქტ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@cement.ge
ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 

ახალი ჰანიველ ცემენტი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიასგან აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ცემენტის ქარხანაში რეალიზაციის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. #70 
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი, კვირაში არა უმეტეს 40 საათი.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:
  • სარეალიზაციო საქმიანობისა და პროცედურების მართვა, ორგანიზება;
  • ინფორმაციის აღრიცხვა SAP-ის პროგრამაში;
  • შესაბამისი მატერიალურ-ფინანსური დოკუმენტაციის შევსება/წარმოება, აღრიცხვა და მართვა მაქსიმალური სიზუსტით;
  • კომუნიკაციის დამყარება და შენარჩუნება გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტებთან, ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან;
  • კლიენტებთან სწორი, დროული კომუნიკაცია;
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნების ადმინისტრირების მიმართულებით;
  • MS Office მუშაობის გამოცდილება;
  • პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე;
  • ორგანიზებული;

არსებული ბენეფიტები:
  • კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
  • კორპორატიულ დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
  • ცოდნის მიღებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • უფასო ტრანსპორტირებას სამსახურამდე, რუსთავის მასშტაბით;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - რეალიზაციის ადმინისტრატორი (რუსთავი)
გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  
ჰანიველ ცემენტი  კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.