საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
თარიღები: 30 სექ - 29 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
საბანკო:  საბანკო(ზოგადი) ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: geo.hr.department@procredit-group.com
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას  პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი,გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე. 

პროკრედიტ ბანკ საქართველოს,  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპიუტერული და ქსელური ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების მონტაჟი და პროგრამულად გამართვა;
  • საოფისე კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
  • სხვადასხვა საოფისე პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
  • ენდ იუზერების დახმარება მათი სამუშაო გარემოს გამართულად მუშაობისთვის (e-mails, network problems, etc.);
  • IT ინვენტარის საწყობის წარმოება და კონტროლი;
  • სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

მოთხოვნები:
  • IT მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, დავალებისთვის გამოყოფილი ვადების კონტროლი.

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: geo.hr.department@procredit-group.com
გთხოვთ, ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  30 ოქტომბერი 2024 წელი. 

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.  
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com 
 
სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. 
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 0322 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com