სტაჟირება/საერთაშორისო კლინიკებთან ურთიერთობის მიმართულებით
თარიღები: 30 სექ - 10 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 598
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: k.begiashvili@mia.gov.ge
საქართველოს შს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის პოლიკლინიკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტაჟიორი (საერთაშორისო კლინიკებთან ურთიერთობის მიმართულებით)
დანაყოფი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი-საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ჯგუფი

სამუშაო რეჟიმი: 09:00-17:00 (კვირაში არაუმეტეს 30 საათისა) თანამდებობრივი სარგო: 598 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N72 მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობა: 1
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10.10. 2024

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე ენა: სახელმწიფო ენის ფლობა
  • განათლება: უმაღლესი სამედიცინო ან უმაღლესი ანგლისტიკის სპეციალობით უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მოტივირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ადაპტაციის უნარი;
  • თავდაჯერებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი. 

დამატებითი მოთხოვნები:
  • სასურველია დამატებით ერთ-ერთი შემდეგი უცხო ენის ცოდნა: რუსული, გერმანული, თურქული;
  • თარჯიმანის გამოცდილება სამედიცინო მიმართულებით ან სამუშაო გამოცდილება სამედიცინო ტურიზმში.
  • კომპიუტერული პროგრამები (MS Office);
  • აკადემიური წერის ცოდნა;

საკონკურსო თემატიკა:
  • საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“;
 
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილება;
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებით დამტკიცებული დებულება.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საერთაშორისო კლინიკებთან კომუნიკაცია;
  • ონლაინ რეჟიმში კონსულტაციების ორგანიზება;
  • ონლაინ კონსულტაციისათვის პაციენტთა ჩაწერის უზრუნველყოფა;
  • უცხო ქვეყნის ექიმის რეკომენდაციით, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის ინფორმირება შესაბამისი კვლევების შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

კანდიდატებმა აპლიკაციის შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: (ატვირთული ფაილები უნდა იყოს JPG ფორმატის)
  • რეზიუმე / CV
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • უცხო ენების ცოდნის შესაბამისი სერტიფიკატის ასლი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპებია: აპლიკაციების გადარჩევა და გასაუბრება. აპლიკაციების მიღების დასრულებიდან გონივრულ ვადაში, კანდიდატების მიერ შევსებული აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. გასაუბრების ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მოკლეტექსტური შეტყობინების სახით.

შენიშვნა: კონკურსის ეტაპის წარმატების გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში მიღებულ სტაჟიორთან ფორმდება ხელშეკრულება. სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სტაჟიორთან ატარებს გასაუბრებას, ეცნობა მენტორის წერილობით დახასიათებას, შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და აფასებს სტაჟიორს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის“ შესაბამისად.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს გადაეცემა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სტაჟიორს მისივე მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ.
აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://hr.police.ge/select-vacancies/
CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია მაილზე: k.begiashvili@mia.gov.ge მაილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სახელი და გვარი.
შემსყიდველი მიმწოდებელი