ინტერიერის დიზაინერი / ანაზღაურებადი სტაჟირება

თბილისი სტაჟირება ARCHENOME
მივლინება: არა ხელფასი: 500 - 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინტერიერის დიზაინერი
არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის საპროექტო ARCHENOME პერიოდული სტაჟირების ფარგლებში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე (დასაქმების პერსპექტივით).

თუ დაამთავრე ან ხარ შესაბამისი პროფესიის დამამთავრებელი კურსის ბაკალავრი/მაგისტრი სტუდენტი, თუ გაქვს შემოქმედებითი აზროვნების და სწრაფად განვითარების უნარი. ერკვევი ინტერიერის დიზაინის სტილებში, ტენდენციებსა და პროექტირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებში, ესე იგი შენ გეძებთ!

გთავაზობთ შემოქმედებით სივრცეს, სადაც უშუალოდ მიმდინარე პროექტებში ჩართვით მიიღებ ფასეულ გამოცდილებას ყოველ ნაბიჯზე. 
ARCHENOME ზედმიწევნით მიჰყვება ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტებს და ხშირად თავად არის მათი დამდგენი. პროცესი მთლიანად აგებულია სწავლასა და თვითგანვითარების ხელშეწყობაზე, რაც ჩვენს საპროექტოს აქცევს კარიერის დასაწყებად და შემდეგი განვითარებისთვის საინტერესო შესაძლებლობად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი უმაღლესი განათლება აუცილებელია;
  • ქართული ენის ცოდნა სრულყოფილად;
  • ინგლისური ენის ცოდნა დამაკმაყოფილებლად.

საკვალიფიკაციო პროგრამები:
  • ArchiCad;
  • 3Ds Max;
  • V-Ray / Corona;
  • PhotoShop.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საპროექტო ობიექტის შესწავლაში მონაწილეობა;
  • საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და განხილვა;
  • საკუთარი იდეებისა და ნამუშევრის ეფექტური გადმოცემა როგორც წერილობით და ვერბალურ ისე 2D/3D ფორმატში;
  • მასალების შესწავლასა და შერჩევაში მონაწილეობა.

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • თვითდისციპლინა;
  • შემოქმედებითი ხედვა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
  • სამუშაოების გაანალიზებისა და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიახლეებისადმი გახსნილობა და სწრაფი ათვისების / ადაპტაციის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე [ორშაბათი - პარასკევი] ან/და მოქნილი გრაფიკით სტუდენტებისთვის;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 [შესვენების 1 საათის გათვალისწინებით];
სამუშაო ადგილი: თბილისი; დ. აღმაშენებლის გამზირი 61; ბიზნეს ცენტრი მოზაიკა;
სტაჟირების ვადა: 3 თვე;
ანაზღაურება: სამუშაო გრაფიკიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე  შეთანხმებით [500-დან 1000 ლარამდე].


დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე და ნამუშევრები/პორტფოლიო მოგვაწოდეთ ელ. ფოსტაზე: info@archenome.com და  info.archenome@gmail.com ვაკანსიაში მოთხოვნილი ინფორმაციის პორტფოლიოსა და რეზიუმეში წარმოდგენის გარეშე თქვენი წინადადება დარჩება განუხილველი.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინტერვიუების ჩანიშვნა შერჩეულ კანდიდატებთან;
  • გამოსაცდელი დავალება / ტესტირება;

უკუკავშირი მოხდება ყველა კანდიდატთან წერილობით, განაცხადის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში, უკუკავშირის დაგვიანების  შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად. სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება [სტაჟირება; ინტერიერის დიზაინერი].
მოცემულ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ვაკანსიასთან შესაბამისობის გამოვლენის მიზნით დამუშავებულ იქნას თქვენი პერსონალური მონაცემები.

გისურვებთ წარმატებებს!