ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ლაზიერი
ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

“ლაზიერი”  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი


“ლაზიერი” ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. 

ევროპული  სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული  საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან  თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური  დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3,500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ  ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება  მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT’S CORIAN®,  ნეოლითი - ThESIZE’S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური  მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მაშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.

ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: 

https://www.lazieri.com/_files/ugd/0dc4eb_2122a94242734eb3a0021c4cc27e133c.pdf?index=true


ძირითადი მოვალეობები:

ძირითადი მოვალეობები:

  • შესყიდვებისა და გაყიდვების ოპერაციების აღრიცხვა;
  • სალაროს ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ნაღდი გადასახადების აღრიცხვა და კონტროლი;
  • სასაქონლო მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის (ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტების) წარმოება და დაარქივება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ( ავეჯის საწარმოში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • საბუღალტრო პროგრამა Oris ის ცოდნა;


პიროვნული უნარ -ჩვევები

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული


კომპანია გთავაზობთ:

  • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფიტპასი.


სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;

ანაზღაურება: 1500-2000 ლარი 


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი“.

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ლაზიერის" (ს/კ 406099109) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე info@lazieri.com შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე:ქ.თბილისი,ფეიქართა12,საფოსტოინდექსი0141. .


კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.