კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
2xP PRIORITY ლაზიერი
თარიღები: 27 სექ - 26 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@lazieri.com
ლაზიერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

“ლაზიერი” ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. 
ევროპული  სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული  საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან  თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური  დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3,500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ  ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება  მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT’S CORIAN®,  ნეოლითი - ThESIZE’S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური  მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).
ლაზიერს მაშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.
ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: 
https://www.lazieri.com/_files/ugd/0dc4eb_2122a94242734eb3a0021c4cc27e133c.pdf?index=true

ფუნქცია- მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი  გამოცდილება (ავეჯის საწარმოში მუშაობის გამოცდილება  ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური  და რუსული ენები ცოდნა; 
  •  საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა .

პიროვნული უნარ -ჩვევები:
  • კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების  უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების  უნარი;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო ხარჯებს;
  • Fit Pass ბარათს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 2000 ლარი და საბონუსე სისტემა ( საშუალოდ 4500 დან 7000 ლარამდე);

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"
"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ლაზიერის" (ს/კ 406099109) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე info@lazieri.com შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე:ქ.თბილისი,ფეიქართა12,საფოსტოინდექსი0141. .

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.