არქიტექტორი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 27 სექ - 14 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  არქიტექტორი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქი“-ში ვეძებთ არქიტექტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა
  • არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შექმნა;
  • არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში,  სხვადასხვა საკითხების შეთანხმება  მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან;
  • პროექტის შესაბამისად, შიდა და გარე დიზაინების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
  • სამშენებლო ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
  • აუცილებელია მრავალბინიან არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია REVIT-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ARCHICAD-ის ცოდნა. 

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024  წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით:
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.