სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების კონტროლისა და ცენტრალიზირებული აღრიცხვის ექსპერტის პოზიციაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
ძირითადი ფუნქციები:
- აღრიცხვაში IFRS ახალი მოთხოვნების დანერგვა და ახალი დავალებების ფორმირებაში მონაწილეობა;
- აღრიცხვის ოპტიმიზაცია, ხარვეზების აღმოჩენა საოპერაციოს რისკის კუთხით. მათი გამოსწორების გეგმის შემუშავება;
- აღრიცხვის ახალი სტანდარტების გაწერა, არსებულ სტანდარტებში ცვლილებების გამხორციელება;
- შიდა პროგრამაში აღრიცხვის ოპტიმიზაცია, ხარვეზების გამოსწორებაში ჩართულობა, შემოსული ბიზნეს მოთხოვნების პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ბიზნეს უწყვეტობისთვის;
- ახალი პროექტების განხორციელება აღრიცხვის მიმართულებაში;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- სრული უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
- სასურველია ინგლისური ენის ფლობა;
- ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერაციების კონტროლისა და ცენტრალიზირებული აღრიცხვის ექსპერტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.