ხელოსანი

თბილისი სრული განაკვეთი გუდვილი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ხელოსანი (ზოგადი)
კომპანია "გუდვილი"- 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდი და პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში- აცხადებს ვაკანსიას ხელოსნის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სარემონტო სამუშაოების შესრულება (სამღებრო, სადურგლო, ლითონის შედუღება);
  • მიმდინარე ხარვეზებისა და დაზიანებების აღმოფხვრა;
  • საოფისე, საწარმოო და სავაჭრო ინვენტარის გამართულობისათვის განაცხადის გაკეთება სტრუქტურულ ხელმძღვანელებთან ერთად;
  • მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;
  • სამსახურის დებულებითა და  წინამდებარე სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშობის  1  წლიანი გამოცდილება;
  • დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
  • უცხო ენების  ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: 40 სთ კვირაში
  • ანაზღაურება: 1000ლარიდან+ ეფექტური საბონუსე სისტემა
  • ლოკაცია: დიღომი, ფარნავაზ მეფის ქ. N1

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ფასდაკლების ბარათს კვებისთვის
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • Fitpass

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: Recruiter@goodwill.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712. გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.