ელექტრიკოსი
2xP PRIORITY გუდვილი
თარიღები: 27 სექ - 26 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 1200 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა:  ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Recruiter@goodwill.ge

კომპანია "გუდვილი"- 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდი და პირველი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში- აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტრო-გაყვანილობის, ელექტრო-დანადგარების მომსახურება
  • განათების სისტემების შეკეთება
  • ელექტრო-დანადგარების, ელექტრო-გაყვანილობის გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა
  • დანადგარების შემოწმება, კონტროლი და შეკეთება
  • მუშაობის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვა
  • მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შინაგანაწესის დაცვა
  • სამსახურის დებულებითა და  წინამდებარე სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სერტიფიცირებული ელექტრიკოსის განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • მოწყობილობებისა და ხელსაწყოების გამოყენების უნარ-ჩვევები


სამუშაო პირობები:

გრაფიკი: 40 სთ კვირაში

ლოკაცია: ქავთარაძის ქ. N1

ანაზღაურება: 1200ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა


ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • ფასდაკლების ბარათს კვებისთვის
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • Fitpass


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: Recruiter@goodwill.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 200 712. გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.