კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
2xP PRIORITY მიფასი
თარიღები: 27 სექ - 26 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: mifasitoday@gmail.com
კომპანია „მიფასი“  1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. „მიფასის“ სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური  განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება. 
    
კომპანიას განხორციელებული აქვს 1500-ზე მეტი პროექტი,  მათ შორის მასშტაბური პროექტები: 
  • სამების საკათედრო ტაძარი; 
  • დინამო არენა; 
  • სასტუმრო კომპლექსი „პარაგრაფი“;
  • თბილისის ოლიმპიური სასახლე;  
  • ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი;
  • ქუთაისის ოლიმპიური აუზი. 
  • აღნიშნულ სპორტულ პროექტებს დაკმაყოფილებული აქვს UEFA-ს, FIBA-სა და FINA-ს  საერთაშორისო სტანდარტები. 

კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.mifasi.ge
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI

ჩვენი გუნდი ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს, ჩვენი მიმართულების, სხვადასხვა ტიპის პროექტებზე. 

მოვალეობები:
  • პოტენციური  კლიენტების მოძიება - ბაზების შედგენა;
  • პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური/რუსული  ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; 
  • აუცილებელია გაყიდვების სფეროში გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;

ანაზღაურება:
  • ფიქსირებული ხელფასი  და ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
  • გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  mifasitoday@gmail.com-ზე.  გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.