დირექტორის თანაშემწე
2xP PRIORITY HH Recruitment
თარიღები: 27 სექ - 07 ოქტ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ადმინისტრაციული თანაშემწე მდივანი რეცეფციონისტი ოფისის მენეჯმენტი პირადი ასისტენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: recruitment24@hh.ge
HH Recruitment (www.HH.ge)   ეძებს კანდიდატს, გენერალური დირექტორის თანაშემწის   პოზიციაზე რუსთავში.

ძირითადი მოვალეობები:  
  • გენერალური დირექტორის სხვადასხვა სახის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • დირექტორის დავალებით სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში გაგზავნა;
  • დირექტორის წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების აღრიცხვა და ბუღალტერიისთვის გადაცემა;
  • ორგანიზაციაში შემოსული კორესპონდენციის (წერილები) აღრიცხვა და ადრესატისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციიდან გამავალი კორესპონდენციის (წერილები) ვიზირების პროცესის კონტროლი, აღრიცხვა  და ხელმოწერის შემდეგ მათი ადრესატამდე გაგზავნის უზრუნველყოფა;
  • მიღება-ჩაბარების აქტების ვიზირების პროცესის კონტროლი და ხელმოწერის შემდეგ მათი ადრესატამდე გაგზავნის უზრუნველყოფა;
  • დირექტორთან შესული დოკუმენტების ვიზირებასთან შესაბამისობის შემოწმება (წერილები, ბრძანებები, ხელშეკრულებები და ა.შ) და ხელმოწერის შემდეგ დანიშნულებისამებრ გადაგზავნა (შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება);
  • დირექტორის დავალებით დოკუმენტაციის თარგმნა რუსულ/ინგლისურ ენაზე;
  • ორგანიზაციაში ელ-ფოსტაზე შემოსული წერილების მონიტორინგი;
  • ორგანიზაციის დირექტორის უშუალო დავალებების შესრულება;
  • კომპანიის სტუმრებისთვის ავ.ბილეთების შეძენის ორგანიზება;
  • კომპანიის სტუმრებისთვის სასტუმროს დაჯავშნის ორგანიზება;
  • კომპანიის სტუმრებისთვის ტრანსფერის ორგანიზება;
  • ორგანიზაციის სატელეფონო ზარების პასუხი და შესაბამის სამსახურებში გადამისამართება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დირექტორის ასისტენტის, ოფის მენეჯერის, ან ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე;
  • ბაკალავრის ხარისხი;
  • MS Office -ის ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა (რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • კომპანია უზრუნველყოფს კვებას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე: recruitment24@hh.ge