შპს „ჩირინა“, “ბიუ-ბიუ”-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული. კომპანია აცხადებს ვაკანსიას სართიჭალის ხორცის დამუშავების საწარმოში საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის შესანახ ოთახში (მაცივარში) ტემპერატურის კონტროლი და ჩანაწერების წარმოება.
- მზა პროდუქციის გაცემა ხელმძღვანელის მითითებების მიხედვით.
- მზა პროდუქციის წარმოების თარიღების და შენახვის ვადების კონტროლი.
- პროდუქციის მიღების და გაცემის დროს, რაოდენობების და წონების კონტროლი. შესაბამისი ჩანაწერების წარმოება.
- პროდუქციის მიღება და გაცემა FIFO-ს პრინციპით
- პირადი ჰიგიენურ-სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესიული:
- უმაღლესი/პროფესიული განათლება
- საწყობში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
- ანალიტიკური აზროვნება
- საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული:
- მაღალი პასუხისმგენლობის გრძნობა
- დავალების შესრულებაზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა
სამუშაო ადგილი: გარდაბნის რაიონი სოფელი სართიჭალა ( ტრანსპორტირებას თბილისიდან და რუსთავიდან უზრუნველყობს კომოპანია)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-18:00.
აღნიშნულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 10 ოქტომბრამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.