საწყობის თანამშრომელი

გარდაბანი სრული განაკვეთი ჩირინა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
შპს „ჩირინა“, “ბიუ-ბიუ”-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (www.chirina.ge)  ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული. კომპანია აცხადებს ვაკანსიას სართიჭალის ხორცის დამუშავების საწარმოში საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის შესანახ ოთახში (მაცივარში) ტემპერატურის კონტროლი და ჩანაწერების წარმოება. 
  • მზა პროდუქციის გაცემა ხელმძღვანელის მითითებების მიხედვით.
  • მზა პროდუქციის წარმოების თარიღების და შენახვის ვადების კონტროლი.
  • პროდუქციის მიღების და გაცემის დროს, რაოდენობების და წონების კონტროლი. შესაბამისი ჩანაწერების წარმოება.
  • პროდუქციის მიღება და გაცემა FIFO-ს პრინციპით 
  • პირადი ჰიგიენურ-სანიტარული და  შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესიული:
  • უმაღლესი/პროფესიული განათლება 
  • საწყობში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება  
  • ანალიტიკური აზროვნება
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა

პიროვნული:
  • მაღალი პასუხისმგენლობის გრძნობა
  • დავალების შესრულებაზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა

სამუშაო ადგილი: გარდაბნის რაიონი სოფელი სართიჭალა ( ტრანსპორტირებას თბილისიდან და რუსთავიდან უზრუნველყობს კომოპანია) 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-18:00.

აღნიშნულ ვაკანსიაზე დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 10 ოქტომბრამდე.  გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.