მიწოდების თანამშრომელი
2xP PRIORITY ოკეანე
თარიღები: 12 ოქტ - 26 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  დისტრიბუცია
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: jobs@nikora.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 598167764
კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით “ნიკორა ჯგუფი“ წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა ჯგუფი“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge  

სს  "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს  „ოკეანე“  აცხადებს  ვაკანსიას მიწოდების თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითლა/მიწონვა და სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა;
  • შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების მომარაგება;
  • ვადაგასული პროდუქციის მითვლა/მიწონვა და განადგურების ტერიტორიაზე მოტანა;
  • სალარო აპარატთან მუშაობა და სამუშაო დღის ბოლოს თანხის საბანკო ანგარიშზე შეტანა;
  • მის დროებით სარგებლობაში არსებული კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობის კონტროლი და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge ან დაგვიკავშირდით +995 598167764
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ოკეანეს ს/კ 200265239 და უფლებამოსილი პირის - სს “ნიკორას” ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ  მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს   1 (ერთი)   წლის ვადით. 
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება,  ასევე მონაცემთა გადატანა,  დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება,  თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი,  წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge  შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ოკეანეს ს/კ 200265239 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.   
შპს ოკეანე ს/კ 200265239 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.